იაგო ხვიჩია უფლებადამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე ალაპარაკდა. მისი განმარტებით, "გირჩი" აპირებს ომბუდსმენის თანამდებობაზე შემოთავაზებულ სუბიექტებს დააკვირდეს, თუმცა თუ ეს შემოთავაზება მისთვის მიუღებელი იქნება ის საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.
"მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი კი კენჭისყრის ღიაობის აუცილებლობაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ პარლამენტში მის მიერ ინიცირებულ კანონს კენჭისყრის გამჭვირვალობის შესახებ ბოლომდე მიიყვანს, საზოგადოებას კი ეცოდინება ვინ უჭერს მხარს საქართველოს მომავალ ომბუდსმენს.