უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან თითქმის 6 000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ შაპოვალოვმა გაანცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 160 000 კვადრატული კილომეტრი განაღმვას საჭიროებს.
შაპოვალოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია იყენებს როგორც მოძველებულ საბრძოლო მასალას, ასევე განადგურების ახალ მეთოდებს.
დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ოდენობით თვითნაკეთი საბრძოლო მასალა და ნაღმი მახეები. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა სხვადასხვა მიმართულებაზე გრძელდება.