სმარტფონების გაყიდვების გლობალური ვარდნის ფონზე, Samsung ტექნოლოგიის ზოგიერთი ენთუზიასტის შიშზე საუბრობს — ანუ, „სმარტფონის რებრენდინგზე“. კომპანია, რომელსაც 2022 წლის ივლისისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი სმარტფონების ბაზრის წილი ჰქონდა, შემოდგომის გაყიდვების უფრო დატვირთული პერიოდისთვის გლობალური კამპანიით ემზადება. ეს უკანასკნელი დასაკეცი სმარტფონების უახლეს ხაზზე აკეთებს ძირითად აქცენტს, რადგან ბრენდი ცდილობს, ასეთი მოდელები უფრო პოპულარული გახადოს.International Data Corp.-ის პროგნოზებს თუ დავეყრდნობით, დასაკეცი მოწყობილობების სეგმენტი 2025 წლისთვის $29 მილიარდი იქნება.
კამპანიის მთავარი იდეა კი ის არის, რომ მობილური კომპანიები ყოველწლიურად თითქმის ერთსა და იმავე მოდელებს ყიდიან, მხოლოდ რამდენიმე ფუნქციის დამატებით. თუმცა Samsung უფრო დიდ ინოვაციებს გვპირდება.
„მობილური მოწყობილობების კატეგორია სტაგნაციას განიცდის და მომხმარებლები ერთფეროვნების ზღვას აწყდებიან. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს დასაკეც მოწყობილობებს შეუძლია, ახალი სმარტფონების შექმნის მოტივაცია და შთაგონება შექმნას“, — აღნიშნავს სონია ჩანგი, ბრენდის მარკეტინგისა და Samsung Mobile-ის გლობალური გაშვების კამპანიის ხელმძღვანელი.