საქართველოში სიმინდის იმპორტი მკვეთრად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 8 თვეში ქვეყანაში 8.9 ათასი ტონა სიმინდი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 51 ათას ტონაზე, 82.5%-ით ნაკლებია და მინიმუმ, 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ღირებულებას, ქართველმა იმპორტიორებმა ამ მარცვლეულში წელს 5.9 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს, რაც ასევე 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია - წინა წელს ეს რიცხვი 14.7 მილიონი იყო.
წინა წლის მსგავსად, ქვეყანაში მთავარი შემომტანი კვლავ რუსეთია, საიდანაც 7.57 ათასი ტონა სიმინდი შემოვიდა; მას მოსდევს თურქეთი. 5 უმსხვილესი მომწოდებლის ჩამონათვალში ხვდება ასევე საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა და ავსტრია.