2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა - Palitra News

2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა

2022-09-13 08:00:18+04:00

2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა - ინფორმაციას "ტავ ჯორჯია" ავრცელებს, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.

მათივე ცნობით, 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, 48%-იანი ზრდაა.

"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის აგვისტოში 103 625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება.