უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა ომი დასრულდეს, სანამ რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება.
ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი პუტინზე იქნება დამოკიდებული.
„ალბათ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ მასზე. ეს შეიძლება ასე იყოს: ის ჯერ კიდევ იქნება პრეზიდენტი, ომი კი დასრულდება... პრინციპში, მივიჩნევ, ეს მისთვის ერთადერთი შანსი იქნება გამოვიდეს ამ ვითარებიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ ისიც არ გამორიცხა, რომ ყველაფერი პუტინის შემდეგ დასრულდეს.
„ამ შემთხვევაში კითხვა იქნება უკვე მთელი მსოფლიოს მისამართით: როდის დადგება „პუტინის შემდეგ“[პერიოდი]“,- განაცხადა ზელენსკიმ.