მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ბრიტანეთის პარლამენტში მივიდნენ. მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა. ჩარლზ მესამემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარლამენტი დემოკრატიის სიცოცხლისა და სუნთქვის უმთავრესი ინსტრუმენტია. დედოფალზე საუბრისას მან ამონარიდი მოიშველია უილიამ შექსპირის ნაწარმოებიდან და აღნიშნა, რომ ელისაბედ მეორე იყო „ნიმუში ყველა ცოცხალი პრინცისთვის“. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, ჩარლზი და კამილა ედინბურგში გაემგზავრებიან, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს გადაასვენებენ. ედინბურგის ტაძარში კი შოტლანდიელებს დედოფალთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ. ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.