შალვა პაპუაშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მდიდარ ისტორიულ-კულტურულ კავშირებზე, ასევე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავზე ისაუბრეს. მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.