მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მცირდება. პრემიერის თქმით, რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მთელი 5 მეათედი პროცენტი იქნება, ნაცვლად 6-ისა. ამასთან, პირველ შვიდ თვეში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ორნიშნიანია და ათ მთელ 3 მეათ პროცენტს შეადგენს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყანამ აღნიშნულის მიღწევა „სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით“ მოახერხა.