განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2 000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, თბილისსა და ბათუმში უკრაინულ ენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული. მათივე ცნობით, ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულ ენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს.