მთავრობისა და უმრავლესობის შეხვედრას "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატი შეუერთდა. კაჭრეთში გამართულ შეკრებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ოპონენტთა განმარტებით, მათ რეალურად მმართველი პარტია არ დაუტოვებიათ, ისინი დარბაზში ერთი რიგიდან მეორეში გადასხდნენ. ხელისუფლება კი ამ ფაქტს უხერხულობად არ აღიქვამს. მათი განმარტებით, ისინი სხდომაში უმრავლესობის დეპუტატების სახელით მონაწილეობდნენ.