ორსული ქალის მკვლელობის საქმის პროკურორი - ბრალდებული მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით და მისი მიზანი არა მხოლოდ მკვლელობა, არამედ გარდაცვლილისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებაც იყო - Palitra News

ორსული ქალის მკვლელობის საქმის პროკურორი - ბრალდებული მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით და მისი მიზანი არა მხოლოდ მკვლელობა, არამედ გარდაცვლილისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებაც იყო

2022-09-12 19:49:16+04:00

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე ჩვენება მისცა. ბრალდებულმა დეტალურად ისაუბრა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ის ნარკოტიკების მუდმივი მომხმარებელი იყო.