დღეს არცერთი სადღესასწაულო სუფრა არ ჩაივლის კიბორჩხალის ჩხირების პოპულარული სალათის გარეშე. ეს პროდუქტი ძვირი არ ღირს და კერძებს თევზის სასიამოვნო არომატს აძლევს. მართალია ყველამ არ იცის, რომ კონკრეტულად კიბორჩხალის ხორცი მასში საერთოდ არ არის.
თუ შეფუთვაზე შემადგენლობას წაიკითხავთ, ნახავთ, რომ მისი მთავარი კომპონენტია თევზის ფარში "სურიმი". სურიმის რეცეპტი იაპონელებმა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შექმნეს. კუნძულელებმა მაშინ იმას მიაქციეს ყურადღება, რომ ფარშს, რომელიც ოკეანის დამუშავებული თევზისგან შედგება, სასიამოვნო გემო აქვს და მისგან სხვადასხვა ფიგურების გამოყვანა შეიძლება, რომელიც ნებისმიერ ტრაპეზას დაამშვენებდა.
სურიმის და მისგან მომზადებული კერძების ექსპორტზე გატანა იაპონელებს დიდხანს არ გამოსდიოდათ: არც ამერიკელებს, არც ევროპელებს არ სურდათ ამ უცნაური აზიური დასახელების თეთრი ბურთულების გასინჯვაც კი. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კვების მრეწველებმა არ მიაგნეს გენიალურ გამოსავალს, თუ როგორ გაეცურებინათ პრეტენზიული უცხოელი მომხმარებელი.
იმისთვის, რომ საქონელი უფრო მიმზიდველი გამხდარიყო, მისი შეღებვა გადაწყვიტეს. თეთრ ფარშზე მათ დაიტანეს საკვები საღებავის წითელი ფენა და დაიწყეს მიღებული პროდუქტის ექსპორტზე გატანა სახელწოდებით "კიბორჩხალის ხორცის იმიტაცია". სურიმმა ახალ შეფუთვაში ძალიან მალე დაიპყრო არა მარტო ევროპისა და აშშ-ს, არამედ მთელი მსოფლიოს ბაზრები.
წაიკითხეთ სრულად Allnews.ge-ზე