"ქართული ოცნების" აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური დღის წესრიგის პირობებში, ეროვნული თანხმობის მიღწევა შეუძლებელია. სახელისუფლებო გუნდი ზურაბიშვილის ინიცატივას მიესალმება, თუმცა იმედს იტოვებს რომ პრეზიდენტი ამ ჯერზე მაინც ობიექტური იქნება. ოპოზიცია დეპოლარიზაციის პროცესში საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა თითს "ქართული იცნებისკენ" იშვერს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების წინააღმდეგ ილაშქრებს, "ქართული ოცნებაა".