საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საავტომობილო გზებზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმებს ზრდის, ე.წ. დრიფტი კი დასჯადი ხდება. რამ განაპირობა ცვლილების საჭიროება, რამდენად საგანგაშოა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში და გააუმჯობესებს თუ არა ახალი ინიციატივა ვითარებას გზებზე. ასევე, ახალი სატრანსპორტო პროექტი, რომელიც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. რას მოიცავს რეფორმა და რა შედეგებს მოიტანს საგზაო უსაფრთხოების, პარკირებისა და საცობების მართვის კუთხით. რა ნაწილში რჩება გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკის კვალდაკვალ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ადგილობრივად. თემის დეტალებით და შეფასებებით "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.