აშშ-ი ჩინეთში ამერიკული ჩიპების და პროცესორების ექსპორტს შეზღუდავს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით - მომავალი თვიდან ჩინეთში ამერიკული წარმოების ჩიპების, პროცესორებისა და ნახევარგამტარების ექსპორტი შეიზღუდება.
სავაჭრო დეპარტამენტის საკანონმდებლო ინიციატივა ჩინეთის ტექნოლოგიური და სამხედრო სექტორების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან აღნიშნული ტიპის ტექნოლოგია, შესაძლოა, კომუნისტური მთავრობის მიერ იარაღის, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური კომპიუტერების შესაქმნელად იქნეს გამოყენებული.
გარდა უშუალოდ მზა პროდუქციისა, შეიზღუდება იმ ხელსაწყო-დანადგარების ექსპორტიც, რომელიც ჩიპების წარმოებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ექსპერტების შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა აშშ-ჩინეთის „სავაჭრო ომის“ ფარგლებში მიღებული ერთ-ერთი უმკაცრესი ზომა იქნება, რომელიც საგრძნობლად შეზღუდავს ჩინეთის ტექნოლოგიურ სექტორს.