რუსეთში მარცვლეულსა და ზეთზე საექსპორტო მცურავი გადასახადი შემცირდა, რაც ერთი მხრივ უკრაინის დერეფნის გახსნას, მეორე მხრივ კი უხვ მოსავალს უკავშირდება.
სექტემბრიდან მზესუმზირის ზეთზე გადასახადმა $270-დან $144-მდე დაიკლო, შროტზე კი $38-დან $26-მდე შემცირდა, ხოლო ხორბალზე - $100-დან $56-მდე. მცურავი ბაჟის შემცირებამ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85-დან 74 ლარამდე შემცირდა. გააიაფებს თუ არა დახლებზე გასაყიდი პურის ფასს აღნიშნული ფაქტორი ჯერ მკაფიო განცხადებები არ კეთდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პურის თვითღირებულების 40% საშუალოდ ფქვილის ფასისგან შედგება, დანარჩენი 60% მუშახელზე, გადასახადებზე და დამხმარე მასალებზე, ასევე მოგებაზე ნაწილდება.