უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მაიორსკაიასა და კრასნოგოროვკას მახლობლად, ხოლო ნიკოლაევკა ვტოროისა და ზაიცევოს ტერიტორიებზე ბრძოლები გრძელდება.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მტრის განდევნა ოცზე მეტი დასახლებული პუნქტიდან და ახლა მათზე სრული კონტროლის აღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ განადგურდა Orlan-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, Х-59 ტიპის ერთი მართვადი რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტა და Х -101 ტიპის ხუთი მართვადი რაკეტა. ზუსტდება მტრის ცოცხალი ძალის დანაკარგების რაოდენობა.