პარტია „ლელო" ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, "ლელო" დღესვე დაიწყებს კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რომ პარლამენტის წევრების ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეგროვდეს.