ხარკოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა,- ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
„ნოვობავარსკის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულისა და ორი დაშავებულის შესახებ. თავად შენობა ნაწილობრივ დანგრეულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტერეხოვმა ასევე განაცხადა, რომ ხარკოვში წყალმომარაგება ღამით აღდგა. მეტრო და სახმელეთო ელექტროტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, 11 სექტემბრის საღამოს რუსულმა ძალებმა უკრაინის ოლქებში 11 ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. დაბომბვის შედეგად ზოგიერთ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა.