გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე ედინბურგში, შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ რეზიდენციაში გადაასვენეს. ცხედარს ბალმორალის ციხიდან ჰოლირუდჰაუსის სასახლემდე ექვსი საათის განმავლობაში მიასვენებდნენ.
ედინბურგის ქუჩებში ასობით ადამიანი შეიკრიბა. დედოფალს დღეს სენტ-გაილსის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც შოტლანდიელებს მასთან გამომშვიდობების და პატივის მიგების საშუალება ექნებათ.