კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტი "დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში" შემდგომი განხორციელებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტს გადასცა.
დეზინფორმაციასთან გამკლავებაში საქართველოს მასშტაბით კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 900-ზე მეტი პედაგოგი უკვე გადაამზადა.
პროექტი კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის დელეგაციის დაფინანსებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა.