ქართული ფილმის "დიდი შესვენება" მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება - Palitra News

ქართული ფილმის "დიდი შესვენება" მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება

2022-09-12 08:05:56+04:00

დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმს აჩვენებენ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენები“, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

„დიდი შესვენება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია.

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელიც კანადაში 1976 წლიდან იმართება.

წელს ფესტივალი 8-18 სექტემბერს ჩატარდება.