ფოტოკონკურსის Wildlife photographer of the year 2022 ფინალისტები დასახელდნენ - Palitra News

ფოტოკონკურსის Wildlife photographer of the year 2022 ფინალისტები დასახელდნენ

2022-09-12 08:05:30+04:00

ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმმა საერთაშორისო ფოტოკონკურსის Wildlife Photographer of the Year ფინალისტები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კონკურსი უკვე 58-ედ ტარდება. ორგანიზატორებმა 40 ათასამდე ფოტო მიიღეს 93 ქვეყნიდან და ფინალისთვის შერჩეული ფოტოები 20 კატეგორიაში გადაანაწილეს. გამარჯვებულები კი 11 ოქტომბერს გამოვლინდებიან.