"სად კვდება თქვენი ტანსაცმელი?" — Electrolux-ის ახალი კამპანია - Palitra News

"სად კვდება თქვენი ტანსაცმელი?" — Electrolux-ის ახალი კამპანია

2022-09-12 08:05:04+04:00

მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს კარგად თუ დავაკვირდებით, სწრაფი მოდა მზარდი ტენდენცია ხდება. ცხადია, ეს მდგრადი განვითარებისადმი ინტერესისა და ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება — მსოფლიო იბრძვის გადაყრილი ტანსაცმლის დაბალი დონის შესანარჩუნებლად იბრძვის. სწორედ ამ საკითხს უკავშირდება Electrolux-ის ახალი კამპანია, რომელიც ქცევის შეცვლისკენ მოგვიწოდებს.

გლობალური კამპანია “Break the Pattern” კრეატიულ სააგენტო Forsman & Bodenfors-თან და შვედ დიზაინერებთან თანამშრომლობით შემუშავდა. 90-წამიანი კლიპი რამდენიმე სცენას მოიცავს — მათ შორის, ტანსაცმლის ჰაერში ცვენას, მაგალითად ვიდეორგოლი იწყება კადრით, სადაც ქალი გარდერობიდან ძველ ტანსაცმელს ყრის. მთლიანი პათოსი კი იმ იდეას უსვამს ხაზს, რომ ყველა ტანსაცმელს „ატაკამის უდაბნოში“ მოხვედრის პოტენციალი აქვს — ეს სამოსის სიდიდით მეორე „სასაფლაოა“ მსოფლიოში.