ინდოეთმა, მარცვლეულის უმსხვილესმა ექსპორტიორმა მსოფლიოში, თეთრი და ყავისფერი ბრინჯის ექსპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა, დამტვრეული ბრინჯის ექსპორტი კი სრულად აკრძალა. მიზანი საშუალოზე დაბალი ნალექიანობის გამო შემცირებული მოსავლიანობისა და მარაგების გაზრდა და ადგილობრივ ბაზარზე ფასების კორექტირებაა.
მოსალოდნელია, რომ მიწოდების შემცირებას აღმავალი ეფექტი ექნება სურსათის ფასებზე, რომელიც რუსეთის მიერ წამოწყებული ომისა და გვალვის გამო ისედაც მაღალ ნიშნულზეა.დიდი მარაგების გამო, ბრინჯის ფასი ხორბლისა და სიმინდის მსგავსად არ გაზრდილა და შედარებით იაფიან შემცვლელად გამოიყენებოდა, თუმცა პროტექციონიზმის კიდევ ერთმა ტალღამ, შესაძლოა, ეს შეცვალოს.
ახალი გადაწყვეტილება შეეხება იმ სახეობებს, რომლებიც ინდური ბრინჯის ექსპორტის 60%-ზე მეტს შეადგენს.
ქვეყანა ბრინჯს 150-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის და მასზე მსოფლიო მიწოდების 40% მოდის, თუმცა შეზღუდვა აიძულებს მყიდველებს შეამცირონ ინდოეთიდან შესყიდვები და გადაინაცვლონ ალტერნატიულ ვიეტნამისა და ტაილანდის ბაზრებზე, რომლებსაც ასევე უჭირთ მიწოდების გაზრდა და ფასები მათ პროდუქციაზეც იმატებს.