2022 წლის მეორე კვარტალში უკრაინის მშპ 19%-ით შემცირდა - Palitra News

2022 წლის მეორე კვარტალში უკრაინის მშპ 19%-ით შემცირდა

2022-09-12 07:07:34+04:00

უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 19%-ით შემცირდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის მშპ გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით 37,2%-ით არის შემცირებული.

მანამდე უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 35-40%-ით შემცირდება. უკრაინის ცენტრალური ბანკის შეფასებით კი, ქვეყნის ეკონომიკა წელს მესამედით, მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზით კი ქვეყნის ეკონომიკა 45,1%-ით შემცირდება.