ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რითაც 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების 21 წლისთავს გამოეხმაურა.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 11 სექტემბრის მსხვერპლებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ისტორიაში. ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს. ტერორიზმი არის ბოროტება, რომლის ადგილიც არ არის თანამედროვე მსოფლიოში!“ - დაწერა ზელენსკიმ.