დენის შმიგალი- გვაქვს ამბიცია, მაქსიმუმ ორ წელიწადში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ.უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალით განცხადებით უკრაინას აქვს ამბიციური გეგმა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ჩამოყალიბებული შვიდივე მოთხოვნა წლის ბოლომდე შეასრულოს და დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. მისივე თქმით, უკრაინამ დაიცვა საკუთარი ცივილიზაციური არჩევანი და გააგრძელებს დასავლეთისკენ სვლას. როგორც შმიგალმა დასძინა, უკრაინა სწრაფი ტემპით აპირებს წინ სვლას . ,, ჩვენ შევისწავლეთ, რამდენი დრო მოანდომეს სხვა ქვეყნებმა ამ გზის გავლას - ეს იყო 5, 7, 8 წელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, მაქსიმუმ ორ წელიწადში გავიაროთ ეს გზა და შევასრულოთ ჩვენი ამოცანა“-განაცხადა შმიგალმა.