ვოლოდიმირ ზელენსკი - ხარკოვის რეგიონის სოფელ ჩკალოვსკეში უკრაინის დროშა დაბრუნდა - ოკუპანტებს ყველა უკრაინული ქალაქიდან და სოფლიდან განვდევნით - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ხარკოვის რეგიონის სოფელ ჩკალოვსკეში უკრაინის დროშა დაბრუნდა - ოკუპანტებს ყველა უკრაინული ქალაქიდან და სოფლიდან განვდევნით

2022-09-11 14:16:17+04:00

ხარკოვის რეგიონის სოფელ ჩკალოვსკეში უკრაინის დროშა დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში განაცხადა და შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა.

„კიდევ ერთი გათავისუფლებული დასახლება! პრინც რომან დიდის სახელობის მე-14 მექანიზებული ბრიგადის წყალობით, უკრაინის დროშა დაბრუნდა ჩკალოვსკეში, ხარკოვის ოლქში. ასე იქნება ყველგან. ოკუპანტებს ჩვენ ყველა უკრაინული ქალაქიდან და სოფლიდან განვდევნით", - დაწერა ზელენსკიმ.

ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინელ გმირებს აღნიშნულისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში ვასილენკოვა და არტემივკა გაათავისუფლეს.