არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ორგანიზებით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ,,იდეათონი სოციალური ცვლილებებისთვის’’ გაიმართა - Palitra News

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ორგანიზებით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ,,იდეათონი სოციალური ცვლილებებისთვის’’ გაიმართა

2022-09-10 20:03:26+04:00

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ,,იდეათონი სოციალური ცვლილებებისთვის’’ გაიმართა. ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან 50-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. იდეათონის ძირითადი მიზანი დეზინფორმაციისა და მოხალისეობის საკითხებზე მოზარდთა ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. გარდა ამისა, იდეათონში მონაწილეობის მისაღებად 500-ზე მეტი მოზარდი დარეგისტრირდა.