ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაში უკრაინის დროშა აღმართეს. „დღეს, სამხედროებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ხელმძღვანელობით, უკრაინის დროშა აღმართეს“, - წერს სინეგუბოვი. ამასთან, ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლის, ნატალია პოპოვას ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ის სოციალურ ქსელში, უკრაინელი ჯარისკაცების ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც კუპიანსკის საკრებულოს შენობის წინ უკრაინის დროშით ხელში დგანან.