გაერთიანებულ სამეფოში დედოფლის დაკრძალვის დღე ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა - Palitra News

გაერთიანებულ სამეფოში დედოფლის დაკრძალვის დღე ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა

2022-09-10 18:17:11+04:00

გაერთიანებულ სამეფოში დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის დღე ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება ოფიციალურად მეფე ჩარლზ III-მ ლონდონის წმინდა ჯეიმსის სასახლეში „საიდუმლო საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე დაამტკიცა. ამასთან, დედოფლის დაკრძალვის თარიღი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, თუმცა, მედიის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, 19 სექტემბერს დაკრძალავენ. მონარქის გარდაცვალების მომდევნო პროცედურები გაწერილია პროტოკოლების მკაცრ კომპლექტში, სახელწოდებით „ოპერაცია ლონდონის ხიდი“ .