2022 წლის აგვისტოში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი სადახლოს გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსაზღვრე ქვეყნების მიხედვით კვეთების რაოდენობა ორივე მიმართულებით 415 761-ია. უფრო კონკრეტულად, რუსეთისკენ/რუსეთიდან საზღვრის კვეთა 136 130-ჯერ განხორციელდა; სომხეთისკენ/სომხეთიდან - 141601-ჯერ; თურქეთისკენ/ თურქეთიდან - 100083-ჯერ; ხოლო აზერბაიჯანისკენ/აზერბაიჯანიდან – 37170-ჯერ; ამასთან, პორტში შემოსვლა ფიქსირდება 777-ჯერ.
რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოში საავტომობილო ტრანსპორტის ტრანზიტული მოძრაობის დინამიკას, შსს-ს ინფორმაციით, ასეთია: მსუბუქი - 33 687; სატვირთო - 12 561; ავტობუსი - 775; მოტოციკლი - 193; სპეცტექნიკა - 29.