უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან მთლიანად გაათავისუფლეს - Palitra News

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან მთლიანად გაათავისუფლეს

2022-09-10 15:34:27+04:00

უკრაინული მხარის მორიგი წარმატება რუსეთის მიერ წარმოებულ გაუმართლებელ ომში. უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან მთლიანად გაათავისუფლეს. საოლქო საბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს სადაც უკრაინელი ჯარისკაცები კუპიანსკში უკრაინის დროშით ხელში დგანან.