ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი მეფე ჩარლზ III-ედ ოფიციალურად გამოცხადდა - Palitra News

ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი მეფე ჩარლზ III-ედ ოფიციალურად გამოცხადდა

2022-09-10 15:32:42+04:00

ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ნროტანეთში პოლიტიკური როლები ნაწილდება. ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი მეფე ჩარლზ III-ედ ოფიციალურად გამოცხადდა. განცხადება, წმინდა ჯეიმსის სასახლეში გააკეთეს, სადაც საბჭო შეიკრიბა რომელიც სამეფო ოჯახის წევრებისგან, პრემიერ-მინისტრისგან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან შედგება. სასახლეში ასევე კენტერბერის მთავარეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები იმყოფებიან. პროცესი მალე სამეფო ტახტის ოთახში გადაინაცვლებს, სადაც საბჭო ახალ მეფეს მიესალმება.