ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ ქალაქ კრემინაში აფეთქებების შედეგად რუსმა ოკუპანტებმა 400-მდე სამხედრო და მძიმე ტექნიკა დაკარგეს. მისი თქმით, კრემინაში აფეთქება რამდენიმე ადგილზე მოხდა - სამეთაურო პუნქტებში, ყაზარმებში, ტექნიკის შეკეთების ბაზებსა და იმ ადგილებში, სადაც აღჭურვილობა იყო კონცენტრირებული.