გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით კიევში ჩავიდა. ბერბოკის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია, აჩვენოს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის გვერდით ყოფნას ვიდრე ეს საჭირო იქნება „იარაღის მიწოდებით, ასევე ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით“. მისი თქმით, პუტინმა არასწორად გათვალა, როდესაც უკრაინაში შეჭრა და ეგონა, რომ მას ევროპის ქვეყნები არ დაეხმარებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ანალენა ბერბოკი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მცირე დელეგაციასთან ერთად, კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. ეს უკრაინაში მისი მეორე ვიზიტია რუსეთის შეჭრის შემდეგ.