უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს ძალიან ბევრი რუსი დაატყვევეს. მისი თქმით, უკრაინელებმა იმდენი რუსი დაატყვევეს, რომ არ იციან რა უყონ ამდენ ადამიანს. მისი თქმით, ერთ-ერთი რუსული მოტომსროლელი პოლკი მას შემდეგ მიმოიფანტა, რაც მეთაურებმა მიატოვეს. სამხედროები უკრაინის ტყვეობაში ჩაბარების შესაძლებლობას ეძებენ. არსეტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარში არის სრული კოლაფსი და კატასტროფა, რაც, ცუნამივით ანგრევს მას და თუ იზიუმის კატასტროფას ბოლოს მოუღებენ, ტყვეების რაოდენობა ათასობით გაიზრდება.