აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ ქალაქ ზუგდიდში ჩირის საწარმო გახსნეს. სტუმრები ჩირის საწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. საწარმო აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა და მასში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდნენ. სოციალური საწარმო ათასობით აფხაზეთიდან დევნილს მოემსახურება და მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს მოსავლის რეალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.