საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების განცხადებას ეხმაურება. სარჯველაძის თქმით ე.წ ოთხეული თვლის, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც ამ ადამიანებმა საზოგადოებისთვის თვალსაჩინო უნდა გახადონ და სწორედ ეს გახდა მათი მხრიდან პარტიის დატოვების მიზეზი.
ასევე, მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებას, სადაც ისინი კლუბ „ბასიანში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას „შეგნებულ დანაშაულს“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ „უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა.