საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელ ანგარიშში ყველა ისეთ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომლითაც საზოგადოების ინფორმირებულობა იყო აუცილებელი. მისივე თქმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო დროის განმავლობაში შესამჩნევად განიცადა პროგრესი, რაც გამოიხატება იმით, რომ აღნიშნული სამსახური ორიენტირებულია იმ ძირითად ფუნქციაზე, რაც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში უსაფრთხოებაზე მომუშავე დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ