თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა - Palitra News

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

2022-09-10 14:18:21+04:00

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მანქანა მთლიანად დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ამ მომენტისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი.