დიდი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ მესამემ მოსახლეობას მონარქის რანგში პირველად მიმართა. მან პატივი მიაგო დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას.
„დღეს მე თქვენ ღრმა მწუხარებით მოგმართავთ. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, მისი უდიდებულესობა დედოფალი - ჩემი საყვარელი დედა - შთაგონება და მაგალითი იყო ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისთვის. ჩვენ მისი ყველაზე გულწრფელი ვალი გვმართებს, რომელიც ნებისმიერ ოჯახს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი დედის მიმართ, მისი სიყვარულისთვის, წინამძღოლობისთვის, გაგებისა და მაგალითისთვის", - აღნიშნა ახალმა მონარქმა.
ჩარლზ მესამემ საზეიმოდ დადო პირობა, რომ დარჩენილ სიცოცხლის მანძილზე, დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს.
„სადაც უნდა ცხოვრობდეთ, გაერთიანებულ სამეფოში, თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და ტერიტორიებზე, რა წარმოშობაც და რწმენაც უნდა გქონდეთ, შევეცდები, გემსახუროთ ერთგულებით, პატივისცემითა და სიყვარულით, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე" - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ახალმა მეფემ ჩარლზ მესამემ.
ამასთან, მეფე ჩარლზმა მისი ვაჟს უილიამს უელსის პრინცობა უბოძა. მანვე სიყვარული გამოხატა, მეორე ვაჟის, პრინც ჰარისა და მისი მეუღლის, მეგანის მიმართ.