რუსებმა ხერსონში საოკუპაციო ძალების გასაძლიერებლად, „კადიროველები“ ჩაიყვანეს. საუბარია ქვედანაყოფზე, რომელშიც დაახლოებით 1 300 ადამიანი შედის. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, განცხადება გააკეთა, სადაც არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ რუსეთის სარდლობამ ფრონტის სხვადასხვა სექტორში „კადიროველები“ უკვე განალაგა, რომელთა მიზანია უკრაინელების თავდასხმების დროს რუს ჯარისკაცებს უკან დახევის საშუალება არ მისცენ.