უკრაინის სახმელეთო ჯარების სარაკეტო ძალებმა ოკუპანტების 18 სამეთაურო პუნქტი და საწვავ-საპოხი მასალების 20-ზე მეტი საწყობი გაანადგურა - Palitra News

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარაკეტო ძალებმა ოკუპანტების 18 სამეთაურო პუნქტი და საწვავ-საპოხი მასალების 20-ზე მეტი საწყობი გაანადგურა

2022-09-10 12:43:10+04:00

მხოლოდ გუშინ, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარაკეტო ძალებმა ოკუპანტების 18 სამეთაურო პუნქტი და საწვავ-საპოხი მასალების 20-ზე მეტი საწყობი გაანადგურა. ერთი თვის მონაცემებით კი უკრაინელმა ჯარიკსაცებმა 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. მხოლოდ სამ დღეში უკრაინულმა არმიამ ხარკოვის მიმართულებით თითქმის 50 კმ-ით უპირატესობა მოიპოვა. ხარკოვის ოლქში კი რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ახლა უკრაინის დროშების აღმართული.