რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია. ის ახლა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ქუჯოშვილის გათავისუფლების მიზნით "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენებოდა. საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში განიხილებოდა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ინფორმაცია აქტიურად მიეწოდებოდა.