ზურა ჯაფარიძემ საპროტესტო აქციების სერიისთვის საზოგადოების შეკრება დაიწყო - Palitra News

ზურა ჯაფარიძემ საპროტესტო აქციების სერიისთვის საზოგადოების შეკრება დაიწყო

2022-09-10 12:27:42+04:00

ზურა ჯაფარიძემ საპროტესტო აქციების სერიისთვის საზოგადოების შეკრება დაიწყო. "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ირწმუნება, რომ ორ დღეში მას 500 ადამიანი შემოუერთდა. ამ ტემპით ზრდის გაგრძელების შემთხვევაში კი ჯაფარიძე პროგნოზირებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერობას დაასრულებს. პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ქუჩაში დიდი რაოდენობით გამოსულ ხალხს შეუძლია.