ეროვნული გლოვა დიდ ბრიტანეთში. გაერთიანებულ სამეფოში ელისაბედ მეორეს ემშვიდობებიან. ეპოქალური ფიგურის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური როლები ნაწილდება. ტიტულებმა კი მფლობელები შეცვალეს. ვინ იყო ელისაბედ მეორე, რომლის მმართველობის დროშიც ბრიტანეთს 16 პრემიერი ჰყავდა, აშშ-ს 14 პრეზიდენტი, მსოფლიომ 20 ოლიმპიადა იხილა და კათოლიკურმა სამყარომ 5 პაპი შეიცვალა.