83 ხმა - არცერთის წინააღმდეგ . პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. მომავალ ომბუდსმენს დროებითად მოქმედი წესით აირჩევენ. სტრატეგია აღმაშენებელმა, პარტია ლელომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. რას ითვალისწინებს ცვლილებები და რატომ გაემიჯნა პროცესს ოპოზიცია.